loader

წუხანდელი ღამის მთავარი აღმოჩენა - 16 წლის ამბიციებით სავსე ბიჭი ლაგოდეხიდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

წუხანდელი ღამის მთავარი აღმოჩენა - 16 წლის ამბიციებით სავსე ბიჭი ლაგოდეხიდან

16 წლის ერეკლე თურქაძე "საქართველოს ვარსკვლავში" ოცნებების ასახდენად ლაგოდეხიდან ჩამოვიდა. მისმა შესრულებამ ჟიურის ოთხივე წევრი ისე მოხიბლა, 4 "კი" ერთხმად მიიღო და ბევრი კომპლიმენტიც დაიმსახურა.

"ძალიან ბედნიერი ვარ, რომ დღეს მოგისმინე" - ასე შეაფასა ერეკლეს გამოსვლა კომპოზიტორმა დათო ევგენიძემ. რაც შეეხება ჟიურის კიდევ ერთ წევრს, ნათია თოდუას, ის სცენაზე აცეკვდა, კონკურსანტს მხურვალედ ჩაეხუტა და ერეკლეს ერთობლივი კონცერტი შესთავაზა.

"საქართველოს ვარსკვლავის" პრემიერა 26 ოქტომბერს, 22:00 საათზე შედგება.

ვიდეო: 1 TV

ასევე იხილეთ: პრემიერამდე ორი დღით ადრე: სასწაული ვიდეო! - ნიკა კალანდაძის საოცარი შესრულება "საქართველოს ვარსკვლავში"