loader

დღეს And Then We Danced-ის დახურული ჩვენება გაიმართა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დღეს And Then We Danced-ის დახურული ჩვენება გაიმართა

"ოსკარის" დაჯილდოების ცერემონიალზე საქართველოს სახელი კიდევ ერთხელ გაიჟღერებს. ამჯერად მსოფლიოს მთავარ კინომოვლენაზე შვედურ-ქართულ-ფრანგულ კინოპროდუქციას აჩვენებენ. ქართული გეი-დრამა "ოსკარის" ერთ-ერთ კატეგორიაში, საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ნომინანტებს შორის მოსახვედრად იბრძოლებს.

ფილმი "და ჩვენ ვიცეკვეთ" ქართული წარმომავლობის შვედმა რეჟისორმა ლევან აკინიმ გადაიღო, რომელიც თანამედროვე ქართულ საზოგადოებაზე, ქვიარ თემატიკასა და ჩვენს ქვეყანაში არსებულ საბჭოთა კავშირის გავლენებზე მოგვითხრობს. კინოფილმზე მუშაობა ორი წლის წინ დაიწყო.