loader

სერიალმა, რომელშიც მთავარ როლს ენ ჰეთევეი ასრულებს, ქართველი ფოტოგრაფის ფოტო მოიპარა - რთულად შესამჩნევია, თუმცა ჩვენ დაგეხმარებით ამის ნახვაში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სერიალმა, რომელშიც მთავარ როლს ენ ჰეთევეი ასრულებს, ქართველი ფოტოგრაფის ფოტო მოიპარა - რთულად შესამჩნევია, თუმცა ჩვენ დაგეხმარებით ამის ნახვაში

Modern Love უახლესი ამერიკული რომანტიკული კომედიაა, რომელსაც მაყურებელს Amazon Video სთავაზობს. მრავალსერიან ტელეშოუში, რომლის პრემიერაც 2019 წლის 18 ოქტომბერს შედგა, მთავარ როლს ენ ჰეთევეი ასრულებს. 
სერიალის ინტრო სხვადასხვა ცნობილი ფოტოსგან შედგება და მათ შორის აღმოჩნდა ქართველი ფოტოგრაფის - მარიამ ბეროძის ფოტოც. აღმოჩნდა, რომ სერიალის მწარმოებელმა კომპანიამ ქართველი ფოტოგრაფის ფოტო ავტორთან შეთანხმების გარეშე გამოიყენა. 

მარიამ ბეროძე ავტორი და ფოტოგრაფია, რომელიც გამომცემლობა "ჩაიხანისთვისაც" ქმნიდა ნამუშევრებს.