loader

"იცი, მე ქართველი მამა მყავდა" - რა უთხრა ქართველ კონკურსანტს თურქული "ვოისის" ერთ-ერთმა წევრმა და როგორი რეაქცია ჰქონდა თათიას? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"იცი, მე ქართველი მამა მყავდა" - რა უთხრა ქართველ კონკურსანტს თურქული "ვოისის" ერთ-ერთმა წევრმა და როგორი რეაქცია ჰქონდა თათიას?

თათია კობალაძემ ‘’თურქეთის ხმის“ რთულ შესარჩევ კონკურსზე ჟიურის ოთხივე წევრის შემობრუნება შეძლო.

მან მენტორად ბეიაზ ოზთურქი აირჩია – ”გასულ წელს ჩემპიონი არ გამხდარა და ამიტომ ვთვლი, რომ ერთად გავხდებით ჩემპიონები. ამიტომ ვირჩევ ბატონ ბეიაზს“ – ასე უპასუხა თათიამ წამყვანის კითხვას, თუ ვის გუნდში სურდა მოხვედრა. როდესაც გახარებული მენტორი მას მიუახლოვდა, ჩაეხუტა და უთხრა: „იცი, მე ქართველი მამა მყავდა“.

იმედია, თათიას მონდომება და შრომა დაფასდება და ‘’O Ses Türkiye’’-ის ფინალში მოხვდება.

თათია კობალაძემ თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია დაამთავრა საესტრადო ვოკალის განხრით. ის სხვადასხვა დროს ქართულ და უკრაინულ „იქს ფაქტორში“ მონაწილეობდა.