loader

ვინ არის 24 წლის გოგო, რომელზეც გიორგი ყიფშიძე დაქორწინდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვინ არის 24 წლის გოგო, რომელზეც გიორგი ყიფშიძე დაქორწინდა

მსახიობი გიორგი ყიფშიძე ყვითელი პრესის საყვარელი რესპონდენტია, რადგან ყოველთვის გამოირჩევა გულახდილობით. თუმცა ბოლო დროს ჟურნალისტებთან ურთიერთობაზე, ფაქტობრივად, უარს ამბობს.

ის პოპულარული ოჯახის შვილია და შესაბამისად, ბავშვობიდან საზოგადოების ყურადღების ცენტრშია. გიორგის პირადი ცხოვრება მუდმივად აქტუალურია. ის ადრე კრისტი ყიფშიძეზე იყო დაქორწინებული, რომელთანაც უმშვენიერესი ქალიშვილი ნატალია ჰყავს. კრისტისთან დაშორების შემდეგ მან ანი ჩიქვილაძეზე იქორწინა. ხმები მათი დაშორების შესახებ წლების მანძილზე ვრცელდებოდა, თუმცა ისინი კვლავ ერთად ჩნდებოდნენ საზოგადოებაში.

ანის და გიორგის საერთო ვაჟი სანდრო ჰყავთ. რამდენიმე თვის წინ ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ყიფშიძე ანი ჩიქვილაძესაც დაშორდა.