loader

როგორ გეგმავდნენ ძმებ ფეიქრიშვილებზე შეიარაღებულ თავდასხმას - სუს-ი ფარულ ჩანაწერსა და სპეცოპერაციის კადრებს აქვეყნებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორ გეგმავდნენ ძმებ ფეიქრიშვილებზე შეიარაღებულ თავდასხმას - სუს-ი ფარულ ჩანაწერსა და სპეცოპერაციის კადრებს აქვეყნებს

სუს-ის კონტრტერორისტულმა ცენტრმა და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა თბილისში დაგეგმილი აფეთქებით ორი პირის შეკვეთილი მკვლელობა აღკვეთეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სუს-იდან აცნობეს.

მათივე განმარტებით, საქმეზე დაკავებულია საქართველოს 6 და უკრაინის 1 მოქალაქე.

უფრო კონკრეტულად, სუს-ის ცნობით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში, რამდენიმეთვიანი მუშაობის შედეგად, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაული აღკვეთეს, რაც დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად, ორი ან მეტი პირის მიმართ, შეკვეთით, განზრახ მკვლელობის მომზადებას და ცეცხლსასროლი იარაღის და ასაფეთქებელი მოწყობილობის დამზადებას, შეძენა-შენახვას და გასაღებას გულისხმობს.


ასევე დაგაინტერესებთ: ვაკეში ძმებ ფეიქრიშვილების აფეთქებას მათსავე ავტომობილში გეგმავდნენ?

"დეტალურად შემუშავდა აღნიშნული პირების ავტომანქანაში აფეთქების გეგმა" - რა ინფორმაციას ავრცელებს სუს-ი ძმები ფეიქრიშვილების საქმეზე