loader

როგორ გამოიყურება ლიზა ყენია მსახიობის ამპლუაში - მომღერალმა სოფო ნიჟარაძე ჩაანაცვლა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორ გამოიყურება ლიზა ყენია მსახიობის ამპლუაში - მომღერალმა სოფო ნიჟარაძე ჩაანაცვლა

ზურაბ ანტონოვის პიესა „მზის დაბნელება საქართველოში“ საფუძვლად დაედო სპექტაკლს „შეყრა“, რომელიც მუსიკისა და დრამის თეატრის რეპერტუარში განსაკუთრებულ ადგილს იკავებს.

სპექტაკლის რეჟისორი დავით დოიაშვილია. რომელმაც სპექტაკლი დაახლოებით ორი წლის წინ დადგა. სპექტაკლში მთავარ როლებს საზოგადოებისთვის ცნობილი, ახალგაზრდა თაობისთვის საყვარელი ცნობილი არტისტები თამაშობდნენ. ერთ-ერთ მთავარ როლს კი, ქართული სცენის პრიმადონა სოფია ნიჟარაძე ასრულებდა.

თუმცა გუშინ მიუზიკლში მთავარი როლი გუშინ მომღერალმა ლიზა ყენიამ ითამაშა და ეს ამბავი არც საზოგადოებას და არც მედიას დარჩა ყურადღების მიღმა.

ლიზა ყენიას დებიუტს თეატრალურ სცენაზე დიდი გამოხმაურება მოჰყვა. „რეიტინგი“ მომღერალს დაუკავშირდა და პირველ რიგში წარმატება მიულოცა.

- მოგეხსენებათ პირველად ვითამაშე სპექტაკლში და ეს არის ჩემთვის დაუვიწყარი. შარშან ჩატარდა მუსკომედიის თეატრში კასტინგები, სადაც მეც მივიღე მონაწილეობა. ცოტა ხნის წინ დამირეკეს და მიტხრეს, რომ რეჟისორი დავით დოიაშვილი ახალ სპექტაკლს დგამს, რომელსაც მაყურებელი სექტემბრიდან იხილავს და ერთ-ერთ როლს მე ვითამაშებ. რაც შეეხება ამ სპექტაკლს „შეყრა“, დაახლოებით ცხრა დღის წინ დამირეკეს და მითხრეს უკვე არსებულ სპექტაკლში უნდა შეხვიდეო. როცა გავიგე, როდის უნდა გავსულიყავი სცენაზე, დავფიქრდი ასე სწრაფად, როგორ ვისწავლი ამდენ ცეკვას და სიმღერას-მეთქი, თუმცა რეპეტიციაზე მაინც მივედი და დოის თვალებით მივხვდი, რომ უდიდესი პასუხისმგებლობა დამეკისრა, ამიტომ მოვიკრიბე ძალები, ერთ ღამეში ვისწავლე ოთხი სიმღერა ზეპირად და გუშინ შედგა ჩემი სასცენო დებიუტი თეატრში.

წყარო: reitingi.ge