loader

სოფო ბედიას პირველი კომენტარი მას შემდეგ, რაც მისი ავტორობით შექმნილი კლიპი კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სოფო ბედიას პირველი კომენტარი მას შემდეგ, რაც მისი ავტორობით შექმნილი კლიპი კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა

მას შემდეგ, რაც სოფო ბედიას ავტორობით შექმნილი კლიპი კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა, მომღერალი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:
"ჩემო მეგობრებო, პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ ეს სიმღერა იყო გამამხნევებელი, კეთილი და თბილი მესიჯი ჩვენი საზოგადოების მიმართ! ჩემი იდეა იყო, რომ ამ თემაზე შექმნილიყო სიმღერა და ხალხი დადებითად განგვეწყო! კატეგორიულად ვამბობ, რომ ეს არ არის პოლიტიკური კლიპი!!!!!! სრულიად უკაპიკოდ, უანგაროდ გაკეთებული სიმღერა და კლიპია! რასაც ვუყურებ და ვისმენ, მოგიწოდებთ ყველას, თუ კლიპის ხარისხი და თავად კლიპი არ მოგწონთ, რომელიც ნაჩქარევად დაამონტაჟა ბესო კვარაცხელიამ სრულიად უსასყიდლოდ და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობით! გამოჩნდით და შემეხმიანეთ ის კლიპმეიკერები, ვინც უსასყიდლოდ და უკაპიკოდ გადაიღებთ უკეთესს და ხარისხიანს! ძალიან გთხოვთ, ნუ აკერებთ პოლიტიკურ სარჩულს! აქ არაფერ შუაშია არც ერთი პარტია. მინდოდა კეთილი სურვილები გაგვეშვა ჩვენი ხალხისთვის ამ ძნელბედობის ჟამს და გამოიყენეს ბოროტად ეს ყველაფერი ზოგზოგიერთებმა და პოლიტიკური სარჩული დაუდეს!!!!!!!! კატეგორიულად უარვყოფ სიმღერისა და კლიპის პოლიტიკასთან კავშირს!"