loader

“ვიღაც ტიპს რატომ უნდა ჩაუჯდე მანქანაში იმის გამო, რომ ფულის გადახდა არ გინდა?“- რეპერი მასტერი სკანდალში გაეხვა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“ვიღაც ტიპს რატომ უნდა ჩაუჯდე მანქანაში იმის გამო, რომ ფულის გადახდა არ გინდა?“- რეპერი მასტერი სკანდალში გაეხვა

რეპერი მასტერი კრიტიკის ობიექტი გახდა.

“რაღაც ჯგუფი ვნახე “წაყოლა-წამოყოლაზე” და გოგოები წერენ “ორი გოგო ვართ, ბათუმში ვინ გაგვიყოლებს”? “ვარ მხიარული გოგო ხვალ დილით ბათუმიდან ვინ გამიყოლებს”? მერე ტიპები პოსტავენ მე გაგიყოლებო - მანქანის ფოტოებს უკომენტარებენ ესენიც არჩევენ ვის გაყვნენ და მსგავსი პოსტებია, გული შემიწუხდა... “ვიღაც” ტიპს რატომ უნდა ჩაუჯდე მანქანაში იმის გამო რომ ფულის გადახდა არ გინდა და კომფორტულად გინდა გედოს ტ***ი იმ იმედით, რომ ან წვენზე დაგპატიჟებს ან იქნებ და “კაი ტიპი” გაიცნო... სხვა ახსნა ჩემთვის ამას არ აქვს.

P.s მჯერა არსებობენ ადამიანები რომლებიც კეთილ საქმეს აკეთებენ და ადამაინები შორ გზაზე მიჰყავთ უანგაროდ, მაგრამ პოსტებს გადახედეთ მსგავს ჯგუფებში და თავად გამოიტანეთ დასკვნა, თან რატომღაც ბიჭებს ნაკლებად იმგზავრებენ“- წერს მასტერი, რასაც საზოგადოების მხრიდან კრიტიკა მოჰყვა.

“ანუ, გოგო რომ ავტო სტოპზე დადგება, ან იგივეს ონლაინ გააკეთებს - ის "რაკამაც" დადგება და ქმარს ენასაც შეუბრუნებს, თუ რაზე ვსაუბრობთ ამ ოციოც წელს?“- პასუხობს მას გურამ შეროზია.
“ტაქსიში რომ გოგო ჯდება, რომლის მძღოლი ფბ-ზეც არ ყავს ნანახი იმაზე რას ფიქრობს ნეტა?“- ასე ეხმაურება მსახიობი ნინო მუმლაძე მასტერის პოსტს.