loader

ქრისტინა იმედაძის სოლიდარობა სკანდალში გახვეულ ბადურაშვილს - როგორ გამოეხმაურა მის პოსტს ნინი ბადურაშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ქრისტინა იმედაძის სოლიდარობა სკანდალში გახვეულ ბადურაშვილს - როგორ გამოეხმაურა მის პოსტს ნინი ბადურაშვილი

რამდენიმე დღის წინ მომღერალი ნინი ბადურაშვილი სკანდალში გაეხვა. მომღერალმა სოციალურ ქსელში ერთ-ერთ მომხმარებელს შეურაცხყოფა მიაყენა და ვიზუალზე მიუთითა.
მომხდარ ფაქტს გამოეხმაურნენ ცნობადი სახეები, მათ შორის, ქრისტინა იმედაძე.

„ეს პოსტი არ ეხება იმ კონკრეტულ გოგოს!

( რომელსაც უკვე ბოდიში მოუხადა ნინიმ)

ზოგადია!

მე უბრალოდ კითხვა მაქვს... კლიპი ან გადაცემა არ მაქვს დადებული, რო წამებში ან ვირი ვარ, ან ცხენი, ჩოჩორი, ძროხა და რა შეფასება აღარ წამიკითხავს ჩემ თავზე... იმ დანარჩენ მთავარ სიტყვებს არ დავწერ (მაინც ბავშვებიც არიან სოცქსელში).

მაგ დროს სად ხართ ხოლმე ეგ დამცველები?

ეს “ბულლინგი” - ს კანონები “ცნობადებზე” არ ვრცელდება?
თუ გგონიათ, რომ ვიღაცამ სიმღერა, მოდელობა, წამყვანობა ან მსახიობობა გადაწყვიტა ცხოვრებაში, აუცილებლად სპეციალური ნერვები მოყვება?

გულწრფელად მაინტერესებს, ჩვეულებრივი მოქალაქის “ბულინგი” - ბულინგია და თუ ეკრანზე ჩანხარ, ვალდებული ხარ გაუძლო ყველაფერს?

...უბრალოდ მინდა ვიცოდე, რატომ არ ტყდება პანიკა, როცა ჩვენს გარეგნობას, ჩვენს შვილებს, ოჯახებს ან ოჯახის გარდაცვლილ წევრებს ეხებიან...

აბა, გუშინ რამდენი დაფიქრდით იმაზე, რომ იქნებ მერამდენე დაუმსახურებელი შეფასება წაიკითხა, რო გულმა არ გაუძლო ერთი შეხედვით თითქოს არ გასაბრაზებელ კომენტარზე...

ადამიანები ვართ ჩვენც... და ყოველთვის არ ვართ მზად მივიღოთ “რაღაცები”...

კარგია, ეს გვერდში დგომა რომ ვიცით, მაგრამ ცუდია თუ ყველაზე არ ვრცელდება...“ - წერს სოციალურ ქსელში ქრისტინა იმედაძე.

ქრისტინა იმედაძის პოსტს ნინი ბადურაშვილი გამოეხმაურა: "ცნობადობის გამო თურმე გარდაცვლილ ოჯახის წევრზე, დედაზე, შვილზე, ყველაზე თავდასხმა და ქილიკი უნდა აიტანო და თუ იშვითად წყობიდან გამოხვედი და უხეშად უპასუხე, ამის გამო საჯაროდ დაისჯები! ასეა, როგორც მივხვდი".