loader

ვინ არის ნინი ქარსელაძის 8 წლით უფროსი მილიონერი შეყვარებული - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვინ არის ნინი ქარსელაძის 8 წლით უფროსი მილიონერი შეყვარებული

მომღერალი ნინი ქარსელაძე სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებდა შეყვარებულთან ერთად გადაღებულ ფოტოს, თუმცა ფოტოებში მის რჩეულს სახე არასდროს უჩანდა.

ნინის მიერ გაზიარებული "ინსტაგრამსთორებიდან" ირკვევა, რომ მის შეყვარებულს, თაზო ჯახუტაშვილს დაბადების დღე ჰქონდა და 38 წლის გახდა. თაზო ნინიზე 8 წლით უფროსია.

"გილოცავ დაბადების დღეს. მადლობა 2020 წელს შენს გამო", - დაწერა ნინიმ.

იმავე დღეს ზურა ხაჩიძემ ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ნინიმ შეყვარებულს ტორტი მიუტანა და დაბადების დღისთვის სურვილიც ჩააფიქრებინა. ზურამ ვიდეოზე თაზოს სახელი და გვარი დაწერა და ნინის საიდუმლოც გაითქვა.

როგორც "გუგლში" იძებნება, თაზო ჯახუტაშვილი ერთ-ერთი მილიონერია იმ ქართველი მილიონერების სიიდან, რომლებიც "პანამის დოკუმენტებში“ წერია. დოკუმენტის მიხედვით, ჯახუტაშვილი ILKLEY OVERSEAS LIMITED, BVI-ის წილის მფლობელია.


წყარო: "მარაო"