loader

"ჩვენ ვიწყებთ საგაზაფხულო დიეტას, ყველას ვურჩევ" - ქეთა თოფურიას ქმარი ვიდეოს აქვეყნებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ჩვენ ვიწყებთ საგაზაფხულო დიეტას, ყველას ვურჩევ" - ქეთა თოფურიას ქმარი ვიდეოს აქვეყნებს

რუსეთში მოღვაწე მომღერლის, ქეთა თოფურიას ცხოვრება ქართველი საზოგადოებისთვის ხშირად გამხდარა განხილვის საგანი. მას შემდეგ კი, რაც ქეთა მეორედ დაქორწინდა და ვაჟიც გააჩინა, მის მიმართ ინტერესმა უფრო მეტად იმატა.

ქეთა და მისი მეუღლე ლევ დენგოვი "ინსტაგრამის" აქტიური მომხმარებლები არიან და ყოველდღიურ კადრებს გულშემატკივრებს ხშირად უზიარებენ.

ამჟამად ქეთას მეუღლემ "ინსტაგრამის" საკუთარ გვერდზე ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც დიეტის შესახებ საუბრობს.

"მოგესალმებით ყველას. ჩვენ გადავდივართ საგაზაფხულო დიეტაზე: ბელარუსული ხაჭო და მარაკუია. ყველას ვურჩევ", - ამბობს ქეთას მეუღლე.

ცნობისთვის, ქეთას პირველი ქორწინებიდან ქალიშვილი - ოლივია ლევ გეიხმანისგან ჰყავს, რამდენიმე კვირის წინ კი ვაჟი - ადამი, ლევ დენგოვისგან შეეძინა.