loader

"ნერვიულობს, ხმა უკრთის, სირცხვილია" - ქართველი კონკურსანტი "ახალ ტალღაზე" კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ნერვიულობს, ხმა უკრთის, სირცხვილია" - ქართველი კონკურსანტი "ახალ ტალღაზე" კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა

ნათია რიგვავა „ახალ ტალღაზე“ საქართველოს სახელით გამოდის. სოჭში მიმდინარე მუსიკალურ კონკურსზე, რომელსაც იგორ კრუტოი ხელმძღვანელობს, ნათიამ ერთ-ერთ ტურში „იაგუნდის“ ვერსია შეასრულა.

მის გამოსვლას სოციალურ ქსელში უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა.

"არ მეგონა, ქრისტინა იმედაძეზე უარესად თუ ვინმე იმღერებდა იურმალაზე, მაგრამ საღოლ, მოახერხა";

"პირველივე ნოტიდან რომ ეტყობა სიყალბე და არაპროფესიონალიზმი";

ამოვარდნილია...ნერვიულობს და ხმა უთრთის...სიმღერას რომ თავი დავანებოთ.

დიახ, დიახ, სირცხვილია იმ ხალხის, ვინც ეს გაუშვა იქ სამღერლად. ამას ხატია წერეთელი ჯობია სიმღერით და მისი ფონოგრამებით. ფუი, რაც ხელისუფლება გვყავს, ისეთი გაუშვეს სამღერლად. რა სიმღერა იყო ეს."
- წერენ კომენტარებში.