loader

უმშვენიერესი ალესანდრა ამბროსიო 2,5 მლნ დოლარად შეფასებული ბიუსტჰალტერით - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

უმშვენიერესი ალესანდრა ამბროსიო 2,5 მლნ დოლარად შეფასებული ბიუსტჰალტერით

წელს ძვირადღირებული Fantasy Bra-თი Victoria's Secret-ის ყოველწლიურ გალა-შოუზე გამოჩენის პატივი ალესანდრა ამბროსიოს ხვდა წილად.

ბიუსტჰალტერი, რომლის ღირებულება 2,5 მლნ დოლარია, ლონდონის საიუველირო კომპანია London Jewelers-მა შექმნა. მას Floral Fantasy Bra Gift Set დაარქვეს. საიუველირო ხელოვნების ძვირფასი ნიმუში 500-ზე მეტი ძვირფასი ქვითაა გაწყობილი - მათ შორის ბრილიანტით, საფირონით, ლალით, ამეთვისტოთი და 18-კარატიანი ყვითელი და ვარდისფერი ოქროთი. ბიუსტჰალტერი ალმასის ორი მოსახსნელი ქინძისთავი-ყვავილითაა შემკობილი. მას ულამაზესი ყვავილი ებმის, რომელიც 12,5 და 20-კარატიანი ალმასებითაა გაფორმებული.

Victoria's Secret-ის გალა-შოუ ტრადიციულად ნიუ-იორკში ნოემბრის შუა რიცხვებში იმართება.

საინფორმაციო პორტალი ამბები.გე

იხილეთ:

- Victoria's Secret-ის ორსული მოდელი პოდიუმზე

- ალესანდრა ამბროსიოს ზღვისპირა ფოტოსესია