48 წლის მსახიობი სანდრა ბალოკი საკუთარი მეგობრის, ჩელსი ჰანდლერის ტელეგადაცემაში - Chelsea Lately გაშიშვლდა. გაიხადა თოქ-შოუს წამყვანმაც.
ჰანდლერი გადაცემის სტუმრის სითამამით კმაყოფილი დარჩა.
"ადრე გაშიშვლებას გვინეტ პელტროუს და კამერონ დიასს ვთავაზობდი, მაგრამ მათ ვერ გაბედეს. მხოლოდ რეპი წაიკითხეს. სანდრა კი ყოჩაღია! ბრავო!"- აღნიშნა ჩელსიმ.
შარშან ჰანდლერს რეპერ 50 Cent-თან რომანი ჰქონდა. შიშველმა სანდრამ ეს ფაქტი გაიხსენა და თოქ-შოუს მსვლელობისას ჩელსის მოუწოდა, საკუთარი გადაცემის სტუმრებთან არ დაწვეს, რაზეც ტელეწამყვანმა უპასუხა, რომ მას მხოლოდ რეპერებთან სძინავს.
საინფორმაციო პორტალი ამბები.გე