loader

ჰავიერ ბარდემს ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავი გაუხსნეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ჰავიერ ბარდემს ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავი გაუხსნეს

ესპანელმა მსახიობმა ჰავიერ ბარდემმა ჰოლივუდის დიდების ხეივანზე თავისი სახელობის ვარსკლავი გახსნა. ეს რიგით 2 484-ე ვარსკვლავია. 2008 წელს მსახიობმა "ოსკარი" მიიღო საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლისთვის ფილმში "მოხუცებისთვის ადგილი არ არის" (No Country for Old Men). ბარდემი პირველი ესპანელი მამაკაცი მსახიობია, რომელიც აკადემიის უმაღლეს ჯილდოზე იყო ნომინირებული და პირველია, ვინც აიღო კიდეც ეს ჯილდო.

ვარსკვლავის გახსნის ცერემონიალზე მსახიობს მხარს უჭერდნენ ბონდიანას ბოლო სერიის Skyfall-ის რეჟისორი სემ მენდესი და ფილმის მსახიობი ქალბატონები. აგენტ 007-ზე გადაღებულ ახალ ფილმში ბარდემი მთავარი ბოროტმოქმედის როლს ასრულებს. წითელ ხალიჩაზე არ გამოჩენილა მსახიობის მეუღლე, მშვენიერი პენელოპა კრუსი.