loader

ლონდონში ვალენტინოს კაბების გამოფენა გაიმართება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ლონდონში ვალენტინოს კაბების გამოფენა გაიმართება

ლონდონის ”სომერსეტ ჰაუსში” ცნობილი იტალიელი დიზაინერის ვალენტინოს გამოფენა გაიმართება.
გამოფენაზე გამოიტანენ ვალენტინოს 50-წლიანი კარიერის განმავლობაში დამზადებულ 130 ხელნაკეთ კაბას. თავის დროზე ეს კაბები მსოფლიო ვარსკვლავებმა მოირგეს. მათ შორის არიან: ოდრი ჰეპბერნი, გრეის კელი, ჟაკლინ ონასისი, სოფი ლორენი და ჯულია რობერტსი. ჰოლივუდის ვარსკვლავს ეს კაბა ოსკარის 2001 წლის დაჯილდოებაზე ეცვა.

გამოფენილ კაბებს შორის განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ასევე საბერძნეთის პრინცესა მარი-შანტალის აბრეშუმის საქორწინო კაბას, რომელზეც დიზაინერი ოთხი თვის განმავლობაში მუშაობდა.

BBC.com