loader

"მუსიკა გულიდან" - "თბილისო" და "სულიკო" ამერიკული ჯაზ-კვარტეტის შესრულებით - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მუსიკა გულიდან" - "თბილისო" და "სულიკო" ამერიკული ჯაზ-კვარტეტის შესრულებით

ჯაზის ოქროს ხანისა და ქართულ მელოდიებზე ექსპრომტად შექმნილი მუსიკა - ალი როლანდის ჯაზ-კვარტეტის შესრულებით. "თბილისო" და "სულიკო" მსოფლიო ჰიტებთან ერთად თსუ-ს სააქტო დარბაზში საათნახევრის განმავლობაში ჟღერდა. ნიუიორკული კვარტეტის რბილი ნოტებითა და ვირტუოზული იმპროვიზაციებით გაჯერებული მუსიკა ლუი არმსტრონგის, ჩარლი პარკერისა და სხვა დიდი ოსტატების შემოქმედებით არის შთაგონებული.

აკადემიურად გამოწყობილმა ხუთმა მუსიკოსმა "გულიდან წამოსული" მუსიკით ქართველი მსმენელი აიყოლია. ამერიკელებისგან ქართული ჰანგების აჟღერება კი სასიამოვნო მოულოდნელობა იყო.

დატვირთული საკონცერტო ტურების პარალელურად კვარტეტი ჯაზის საერთაშორისო პროგრამებს ახორციელებს. მათ 40 ქვეყანაში 88 ტური უკვე ჩაატარეს. საქართველოს კი ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ორგანიზებით ეწვივნენ. არი როლანდის ჯაზ-კვარტეტის საკონცერტო ტური ქუთაისში გაგრძელდება და კახეთში, ლოპოტას ტბაზე დასრულდება.