loader

კანადელი მომღერალი Chinawoman თბილისში და რუსულად შესრულებული "თბილისო" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კანადელი მომღერალი Chinawoman თბილისში და რუსულად შესრულებული "თბილისო"

30 დეკემბერს კლუბ "ტრიუმფში" ცნობილი კანადელი მუსიკოსის, Chinawoman-ის კონცერტი გაიმართა. კონცერტი "ოზონი ლაივ"-ის ფარგლებში ჩატარდა.

Chinawoman თბილისში სამკაციანი ბენდით ჩამოვიდა და საათნახევრიანი პროგრამით წარსდგა ქართველი მსმენელის წინაშე. მუსიკოსმა თავისი რეპერტუარიდან ცნობილი კომპოზიციები შეასრულა. სცენაზე Chinawoman-ის გამოსვლამდე რამდენიმე კომპოზიცია ჯგუფმა "Zurgi"-მ შეასრულა.

მსმენელის თხოვნით, სცენაზე დაბრუნებულმა Chinawoman-მა რუსული სიმღერებიც შეასრულა.