loader

ჰელენ მირენს ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავი გაუხსნეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ჰელენ მირენს ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავი გაუხსნეს

ჰოლივუდის დიდების ხეივანში ბრიტანელ მსახიობ ჰელენ მირენს ვარსკვლავი გაუხსნეს. 67 წლის მსახიობს საზეიმო ცერემონიაზე რეჟისორი ჯონ ტერტელტაუბი და სცენარისტი დევიდ მამეტი ახლდნენ.

"როგორც იქნა, გავხდი იმ ისტორიის ნაწილი, რომელიც ასე მიყვარს" - ამ სიტყვებით აღნიშნა ჰოლივუდში თავისი სახელის სამუდამო დამკვიდრება ბრიტანელმა ოსკაროსანმა. ჰელენ მირენს "ოსკარის" პრემია 2007 წელს ფილმ - "დედოფალში" შესრულებული ელისაბედ მეორის როლისთვის ერგო.

მირენის ვარსკვლავი თანამემამულე კოლინ ფერტის ვარსკვლავის გვერდით გახსნეს, რომელმაც "ოსკარი" დიდი ბრიტანეთის მეფის, დედოფალ ელისაბედის მამის -  ჯორჯ მეხუთის როლისთვის დაიმსახურა ფილმ "მეფის სიტყვაში". ასე რომ, შეიძლება ითქვას, დიდების ხეივნის ეს ნაწილი "სამეფო ოჯახს" ეკუთვნის.