loader

"ქართულ-ხაჭაპური" და სახალისო "ნამიოკობანა" ირაკლი ფირცხალავას მონაწილეობით - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ქართულ-ხაჭაპური" და სახალისო "ნამიოკობანა" ირაკლი ფირცხალავას მონაწილეობით

ირაკლი ფირცხალავა მუსიკალური ტელეკომპანია Муз-ТВ-ს ეთერში გასართობ შოუ "ნიანგში" იყო მიწვეული. თამაში "ნამიოკობანას" პრინციპზეა აგებული: მონაწილეებმა უნდა გამოიცნონ სიტყვები, რომლებსაც მათ თანაგუნდელი უხსნის. ირაკლის გუნდის კაპიტანი მომღერალი პოლინა გაგარინა იყო, ხოლო მასთან ერთად გუნდში კარინა კოქსი და დიმიტრი ფიოდოროვი იყვნენ. მოწინააღმდეგეთა გუნდში კი ჯგუფ "Серебро"-ს გოგონები იყვნენ წარმოდგენილნი. ირაკლიმ შესაშური სამსახიობო უნარი გამოავლინა, სწორად ხსნიდა მინიშნებებს და თანაგუნდელებს არაერთი ქულა მოუტანა. განსაკუთრებით სასაცილო გამოდგა მომენტი, როდესაც კარინა კოქსმა ირაკლისთვის "ხაჭაპურის" ახსნა სცადა.

საბოლოო ჯამში გამარჯვება ირაკლი ფირცხალავას გუნდს ერგო.