loader

ჯორჯ კლუნი სამხედრო წარსულის მქონე ქერა მამაკაცებს ეძებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ჯორჯ კლუნი სამხედრო წარსულის მქონე ქერა მამაკაცებს ეძებს

ჯორჯ კლუნის ახალი ფილმის "ძეგლთა მცველების" კასტინგზე, 13 გრადუსიან ყინვაში, ათასობით ადამიანმა რამდენიმე საათი რიგში გაატარა. კასტინგი ბერლინის შემოგარენში, პოტსდამში, სტუდია "ბაბელსბერგში" მიმდინარეობდა. გავრცელებული ინფორმაციით, უპირატესობას ყოფილ სამხედროებს, ამასთან, ქერა მამაკაცებს ანიჭებდნენ.

როგორც იუწყებიან, გადაღებები ბერლინსა და ბრანდენბურგში გაზაფხულზე დაიწყება. ფილმში მონაწლეობისთვის მიწვეული არიან: მეთ დეიმონი, ქეით ბლანშეტი, ბილ მორეი და დენიელ კრეიგი.

ფილმში მოქმედება მეორე მსოფლიო ომის დროს მიმდინარეობს. სურათი მოგვითხრობს, თუ როგორ ცდილობენ ხელოვნებათმცოდნეები და მუზეუმების თანამშრომლები ხელოვნების ცნობილი ნაწარმოებების ნაცისტებისგან გადარჩენას.

euronews.net