loader

ბიონსემ აღიარა, რომ ინაუგურაციაზე ფონოგრამით იმღერა და ჟურნალისტებს ჰიმნი ცოცხლად შეუსრულა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბიონსემ აღიარა, რომ ინაუგურაციაზე ფონოგრამით იმღერა და ჟურნალისტებს ჰიმნი ცოცხლად შეუსრულა

მომღერალი ბიონსე Super Bowl-ისთვის ემზადება, სადაც ამერიკის ეროვნული ჰიმნი უნდა შეასრულოს. ამასთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც მომღერალმა აღიარა, რომ ბარაკ ობამას ინაუგურაციაზე ფონოგრამით იმღერა.

"მე მაქსიმალისტი ვარ და ყოველთვის იმდენ ხანს ვვარჯიშობ, სანამ ფეხებიდან სისხლი არ წამომივა. არ მქონდა დრო, რომ ორკესტრთან ერთად რეპეტიცია გამევლო. პირდაპირი სატელევიზიო შოუ იყო და ერთ-ერთი ძალიან ემოციური შოუ ჩემთვის, ჩემი ყველაზე საამაყო მომენტი და ამინდის გამო, მოუმზადებლობის გამო არ მინდოდა, გამერისკა. ეს ყველაფერი პრეზიდენტს ეხებოდა, ინაუგურაციას და მე მინდოდა, მას და ჩემს ქვეყანას ეამაყათ. ამიტომაც გადავწყვიტე, წინასწარ ჩაწერილ სიმღერაზე მემღერა, რომელსაც ძალიან ხშირად იყენებენ მუსიკალურ ინდუსტრიაში. მე ძალიან ამაყი ვარ ჩემი გამოსვლით", - განაცხადა მომღერალმა.

ბიონსეს განცხადებას ჟურნალისტები და პრესკონფერენციაზე დამსწრეები ტაშით შეხვდნენ. მომღერალმა დასძინა, რომ Super Bowl-ზე ცოცხლად იმღერებს, რადგან ძალიან კარგადაა მომზადებული და ამის დასამტკიცებლად ეროვნული ჰიმნი ცოცხლად შეასრულა.


იხილეთ:

რა იმღერა სინამდვილეში ბიონსემ ობამას ინაუგურაციაზე?

ბიონსემ ბარაკ ობამას ინაუგურაციაზე ფონოგრამით იმღერა