loader

ჯგუფ Blue-ს წევრი "ვიაგრას" ყოფილ სოლისტთან ირაკლი ფირცხალავას რესტორანში გამოიჭირეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ჯგუფ Blue-ს წევრი "ვიაგრას" ყოფილ სოლისტთან ირაკლი ფირცხალავას რესტორანში გამოიჭირეს

ბრიტანული ჯგუფის Blue-ს სოლისტი, 29 წლის ლი რაინი მოსკოვში, ირაკლი ფირცხალავას რესტორანში "ვიაგრას" ყოფილ სოლისტთან 30 წლის ანა სედოკოვასთან ერთად ინტიმურ გარემოში დააფიქსირეს. რესტორან Vinograd-ში, სადაც რუსული შოუ-ბიზნესის წარმომადგენლები წმინდა ვალენტინის დღეს აღნიშნავდნენ, წყვილი დაუფარავად ეარშიყებოდა ერთმანეთს.

ფირცხალავას რესტორანში გამართული წვეულება გრანდიოზული კონცერტის Big Love Show-ს შემდეგ "ავთერ-ფართი" იყო. კონცერტზე სიმღერების უმრავლესობა Blue-მ შეასრულა.

სედოკოვამ უცხოელი ვარკვლავები დანახვისთანავე მოხიბლა - ბიჭებმა მას "რუსეთის ყველაზე სექსუალური მომღერალი" უწოდეს. ანას მიმართ ყველაზე მეტი ინტერესი ლი რაინმა გამოიჩინა. რაინი ჯგუფის ფრონტმენია.

საინფორმაციო პორტალი ამბები.გე