loader

"ევროვიზიაზე" წარსადგენი სიმღერის კლიპის პრეზენტაცია ახალი რესტორნის გახსნაზე შედგა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ევროვიზიაზე" წარსადგენი სიმღერის კლიპის პრეზენტაცია ახალი რესტორნის გახსნაზე შედგა

როგორც ცნობილია საერთაშორისო კონკურს "ევროვიზიაზე" საქართველოს ნოდიკო ტატიშვილი და სოფო გელოვანი წარადგენენ. სიმღერა დუეტისთვის სოფი & ნოდი შვედმა კომპოზიტორმა ტომას ჯეი სონმა დაწერა. 23 მარტს, სიმღერაზე გადაღებული კლიპის პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც ორგანიზატორებმა ახალი რესტორნის "ქართული სახლის" გახსნას დაამთხვიეს. კლიპის რეჟისორი თემურ კვირკველიაა. საღამოზე წლევანდელი ევროვიზიის საკონკურსო სიმღერის გარდა, ის სიმღერები შესრულდა, რომლებითაც საქართველო 6 წლის განმავლობაში ევროვიზიის სიმღერის კონკურსებზე მონაწილეობდა. მაყურებლის წინაშე სოფო ხალვაში, სოფო ნიჟარაძე, ჯგუფი "Eldrine", ანრი ჯოხაძე და საბავშვო ევროვიზიის მონაწილეები მაყურებლის წინაშე წარდგნენ.

სტუმართა შორის კულტურის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილიც იყო, რომლის თქმითაც სოფო გელოვანი მეოთხე სოფო იქნება ევროვიზიის 2013 წლის კონკურსზე სოფო ხალვაშის, სოფო ნიჟარაძისა და სოფო ტოროშელიძის შემდეგ.


იხილეთ: სოფი და ნოდი ევროვიზიის საკონკურსო სიმღერა Waterfall-ის ვიდეოკლიპში

იხილეთ ვიდეოს ინგლისური ვერსია