loader

"ჩვენ ერთმანეთისთვის ვართ შექმნილნი" - Voice-ის კონკურსანტმა ჟიურის წევრი დააჩოქა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ჩვენ ერთმანეთისთვის ვართ შექმნილნი" - Voice-ის კონკურსანტმა ჟიურის წევრი დააჩოქა

7 აპრილს ავსტრალიური Voice-ის ახალი, მეორე სეზონის პრემიერა შედგა. საკმაოდ წარმატებული გამოდგა პირველივე შოუ, სადაც ჟიურის წინაშე ბევრი ნიჭიერი მომღერალი წარსდგა. ერთ-ერთ მონაწილეს, 19 წლის სილია პეივს სიმღერის შესრულებისას სიტყვები დაავიწყდა, თუმცა იმ არაჩვეულებრივ ხმას, რომლითაც გოგონა მღეროდა, ყველაფერი ეპატიება. მან ჟიურის ოთხივე წევრის შემობრუნება მოახერხა.

სილიას ხმით გაოგნებულმა ჟიურის წევრებმა კომპლიმენტები არ დაიშურეს და მის გუნდში აყვანაზე "ნადირობა" დაიწყეს. "ჩვენ ერთმანეთისთვის, ერთად მუშაობისთვის ვართ შექმნილნი. მზად ვარ დავიჩოქო, თუ ჩემთან მოხვალ" - ასე მიმართა ჯოელ მედენმა სილია პეივს და პირობა შეასრულა კიდეც. თუმცა კონკურსანტმა მას იმედები გაუცრუა - სილიამ არჩევანი ავსტრალიელ ლამაზმანზე, მომღერალ დელტა გუდრემზე შეაჩერა.

იხილეთ: ვარსკვლავური ჟიური ახალი წევრით - ავსტრალიურმა Voice-მა ახალი სეზონი გახსნა