loader

ნინი ცნობილაძეს "ახალი ტალღის" შესარჩევ ტურზე სამი სიმღერა ამღერეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ნინი ცნობილაძეს "ახალი ტალღის" შესარჩევ ტურზე სამი სიმღერა ამღერეს

5 აპრილს კიევში გამართულ "ახალი ტალღის" შესარჩევ კონკურსზე ჟიურის წინაშე საქართველოს სახელით ორი კონკურსანტი - სალომე ქათამაძე და ნინი ცნობილაძე წარსდგნენ. ორივე მათგანი Voice-ის ქართული ანალოგის, "ახალი ხმის" მონაწილეა.

ნინიმ ჟიურის წინაშე სამი სიმღერა შეასრულა. თავდაპირველად თავისი გამოსვლა ტინა ტერნერის Proud Mary-თ დაიწყო, თუმცა ჟიურიმ სიმღერა შეაწყვეტინა და სთხოვა, Killing Me Softly ემღერა, ამის შემდეგ კი ქართული სიმღერის შესრულება დაავალეს და ნინიმ ვაჟა აზარაშვილის "დაუბერებელი ტანგო" იმღერა. ჟიურის ნინის გამოსვლა ძალიან მოეწონა, მაგრამ როგორც უკვე იცით, არჩევანი სალომეზე შეაჩერა, რომელიც წარადგენს კიდეც საქართველოს იურმალას 2013 წლის მუსიკალურ კონკურსზე.

ჟიურის გადაწყვეტილებით, ნინი რეზერვში იქნება და საჭიროების შემთხვევაში, შესაძლოა, კონკურსზე გამოიძახონ.

იხილეთ: როგორ მოხიბლა სალომე ქათამაძემ იურმალის კონკურსის ჟიური - ვიდეო შესარჩევი ტურიდან

იხილეთ ვიდეო georgianews.ge-ზე