loader

პაემანი მონიკა ბელუჩისთან - იტალიელი ლამაზმანი ყვავილოვან ფოტოსესიაში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პაემანი მონიკა ბელუჩისთან - იტალიელი ლამაზმანი ყვავილოვან ფოტოსესიაში

მონიკა ბელუჩი - იტალიური სტილის ელჩი უკრაინაში. ასე უწოდეს ფოტოსესიას, რომელშიც იტალიელმა ლამაზმანმა ახლახან მიიღო მონაწილეობა. ფოტომოდელმა და მსახიობმა უკრაინული Harper's Bazaar-ისთვის იპოზიორა და მისი ფოტოები გამოცემის მარტის ნომერს ამშვენებს. თითქმის 50 წლის ასაკში ის კვლავ სექსსიმბოლოა, საოცრად ქალური და მგრძნობიარე.

ფრიდა კალოს სტილით ინსპირირებული იმიჯი, კაშკაშა სამოსი და ყვავილოვანი აქსესუარები - ეს Dolce & Gabbana-ს 2013 წლის საზაფხულო კოლექციაა, რომელიც მონიკამ საოცრად მოიხდინა. ფოტოსესიას ფონად გასდევს ორნელა ვანონის რომანტიკული ბალადა იტალიაზე, სიყვარულსა და საოცნებო შეხვედრაზე - L'Appuntamento ("პაემანი"). ასე რომ, მონიკა ამ ფოტოსესიით მასთან პაემანზე გეპატიჟებათ...

იხილეთ:
უმშვენიერესი მონიკა ბელუჩი და Dolce & Gabbana-ს ძალიან იტალიური კოლექცია