loader

ალა პუგაჩოვას დაბადების დღე შვილიშვილმა სიმღერით მიულოცა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ალა პუგაჩოვას დაბადების დღე შვილიშვილმა სიმღერით მიულოცა

12 აპრილს მუსიკალური შოუ Две звезды-ს მორიგი ეპიზოდი გავიდა, სადაც მონაწილეებმა რეტრო ჰიტები შეასრულეს. ყველაზე მეტად ჟიური ალა პუგაჩოვას შვილიშვილმა ნიკიტა პრესნიაკოვმა მოხიბლა, რომელმაც ბებიის სიმღერა Женщина, которая поет, პარტნიორთან - ოლგა კლაინთან ერთად შეასრულა. 15 აპრილს ალა პუგაჩოვა 64 წელი უსრულდება და ამასთან დაკავშირებით დუეტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ მომღერლისთვის დაბადების დღე სიმღერით მიელოცა.

"ჩემი საყვარელი ბებიისთვის ძალიან მინდოდა დაბადების დღის მილოცვა, ჯანმრთელობას და ბედნიერებას ვუსურვებ მას", - განაცხადა ნიკიტა პრესნიაკოვმა.

ჟიურის დუეტის შესრულება ძალიან მოეწონა და მათ უმაღლესი - 40 ქულა დაუწერეს.