loader

MTV Movie Awards-ის დაჯილდოების ცერემონია ლოს ანჯელესში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

MTV Movie Awards-ის დაჯილდოების ცერემონია ლოს ანჯელესში

14 აპრილს ლოს ანჯელესში MTV Movie Awards-ის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. საუკეთესო ფილმად რეჟისორ ჯოს უიდონის Avengers დასახელდა, რომელმაც ასევე ნომინაციებში: "საუკეთესო ჩხუბი" და "საუკეთესო ბოროტმოქმედი" გაიმარჯვა. საუკეთესო მსახიობ ქალად და მამაკაცად ჯენიფერ ლოურენსი და ბრედლი კუპერი დასახელდნენ, რომლებმაც მთავარი როლები შეასრულეს ფილმში Silver Linings Playbook. მათ გადაეცათ ჯილდო საუკეთესო კოცნისთვისაც, თუმცა ლოურენსი ცერემონიაზე არ იმყოფებოდა. ცერემონიას მსახიობი რებელ უილსონი უძღვებოდა.