loader

ვერუშკა - გერმანელი გრაფინია, რომელიც სუპერმოდელად იქცა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვერუშკა - გერმანელი გრაფინია, რომელიც სუპერმოდელად იქცა

საოცარი გარეგნობა, ტრაგიკული ბიოგრაფია, გამუდმებული ბრძოლა საკუთარ თავთან და სურვილი, გამხდარიყო უკეთესი - ამ ყველაფერმა სუპერმოდელი ვერუშკა მსოფლიო მოდის ერთ-ერთ საკვანძო ფიგურად აქცია.

წიგნი, რომელშიც იგი თავის თავზე მოუთხრობს საზოგადოებას, ორიოდე კვირის წინ გამოვიდა შეზღუდული ტირაჟით. ვერა ფონ ლენდორფი - ძველი გერმანელი გრაფების შთამომავალი 1960-იან წლებში გახდა სუპერმოდელი. მან საკუთარი თავი თავად შექმნა: მოიგონა ლაპარაკის მანერა, მოძრაობის განსაკუთრებული სტილი, იცვამდა გამორჩეულად და ცდილობდა, საზოგადოებისგან მხოლოდ სიმაღლით არ ყოფილიყო გამორჩეული (მისი სიმაღლე 190 სანტიმეტრია). ფსევდონიმიც გამორჩეული მოიფიქრა - ვერუშკა.

1970-იანი წლების შუალედში "ვოგის" რედაქტორს წაეჩხუბა და მოდის სამყარო დატოვა. მას მერე გრაფინია იყო სალვადორ დალის მუზა, თამაშობდა კინოსა და თეატრში, პოზირებდა საკუთარი თავისთვის და ბოლოს ბოდი-არტის პოპულარიზაციით იყო დაკავებული. მოდელი ოსტატურად ერწყმოდა გარემოს - ჟანგიან მილებს, ბინძურ ასფალტს და ა.შ. დღესდღეობით მონაწილეობს მოდურ ჩვენებებში მეგობარი დიზაინერების მიწვევით და თავისი წიგნის პიარით არის დაკავებული.

საინფორმაციო პორტალი ამბები.გე