loader

ვარდისფერ "ხარზე" მოჯირითე შიშველი დიტა ფონ ტიზი 30 Seconds to Mars-ის კლიპში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვარდისფერ "ხარზე" მოჯირითე შიშველი დიტა ფონ ტიზი 30 Seconds to Mars-ის კლიპში

როკ-ჯგუფი 30 Seconds to Mars-ის სოლისტმა, მუსიკოსმა და მსახიობმა ჯარედ ლეტომ ჯგუფის ახალი სინგლის, Up In The Air-ის კლიპში გადასაღებად რამდენიმე ცნობილი სახე, მათ შორის, ბურლესკ-დივა დიტა ფონ ტიზი მიიწვია. მუსიკალური ვიდეო როკ-ჯგუფის სტილშია გადაღებული: ბევრი მოქმედი პირით, საინტერესო დეტალებით, კულმინაციური მომენტებით. რაც მთავარია, 30 Seconds to Mars არ ღალატობს ტრადიციას და კლიპი უფრო მეტად მოკლემეტრაჟიან ფილმს ჰგავს.

გადაღებებში მონაწილეობა ასევე მიიღეს ბრიტანელმა ხელოვანმა დამიენ ჰერსტმა და ამერიკელმა ტანმოვარჯიშე მაკაილა მერონმა. ვიდეოში დიტა ფონ ტიზი ჩვეულ ამპლუაშია - სექსუალურ საცვლებში გამოწყობილი ვარდისფერ "ხარზე" ჯირითობს და სტრიპტიზს ცეკვავს.


ასევე იხილეთ:

დიტა ფონ ტიზი ვინტაჟური საცვლების ახალი კოლექციის რეკლამაში

დიტა ფონ ტიზის ეროტიკული ფანტაზიები - მოცეკვავის დუეტი ჯგუფ Monarchy-სთან