loader

ჯასტინ ბიბერის საკონცერტო ავტობუსში პოლიციამ ნარკოტიკი იპოვა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ჯასტინ ბიბერის საკონცერტო ავტობუსში პოლიციამ ნარკოტიკი იპოვა

შვედეთის პოლიციამ კანადელი პოპ-მომღერლის, ჯასტინ ბიბერის ავტობუსში ნარკოტიკი იპოვა. თინეიჯერების კერპმა ახლახან სტოკჰოლმში მსოფლიო ტურნეს ფარგლებში კონცერტი გამართა.

პოლიციელებს, რომლებიც შეკრებილ თაყვანისმცემლებს აკონტროლებდნენ, ავტომანქანის გარშემო "საეჭვო სუნი" ეცათ. ამიტომ მათ ბიბერის ავტობუსი შეამოწმეს.

პოლიციელებმა ავტობუსიდან მცირე რაოდენობის მარიხუანას მსგავსი მშრალი ბალახი და ელექტროშოკი ამოიღეს, რომელსაც ნებართვის დოკუმენტები არ ჰქონდა. ჯერჯერობით ნარკოტიკების უკანონო შენახვაში არავინ დაუდანაშაულებიათ: ავტობუსში რამდენიმე ადამიანი იყო და უცნობია, ვის ეკუთვნის ბალახი, რომელიც ექსპერტიზაზეა გაგზავნილი.

საინფორმაციო პორტალი ამბები.გე