loader

ჟიურის და დარბაზს "ჩაუტარა" - ნინა სუბლატის "შოკისმომგვრელად კარგი" შესრულება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ჟიურის და დარბაზს "ჩაუტარა" - ნინა სუბლატის "შოკისმომგვრელად კარგი" შესრულება

29 აპრილს ფილარმონიაში "საქართველოს ვარსკვლავის" მეორე ლაივ-შოუ გაიმართა. ჟიურის წინაშე 11 კონკურსანტი წარსდგა, რომელთაგან ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული იყო - ნინა სუბლატი. კონკურსანტმა ბრიტნი სპირსის ჰიტი Toxic შეასრულა. ნინას შესრულებამ ჟიური და დარბაზი დაშოკა.

"შენი გამოსვლა ნამდვილი შოუბიზნესი იყო. არ ვიცი, რა ზმნა აღწერს იმას, რაც შენ გააკეთე; ალბათ, უფრო "ჩაგვიტარე" ჰქვია ამას" - აღნიშნა მიშა მშვილდაძემ.

ზაზა შენგელიამ კი მხოლოდ სამი სიტყვით დაახასიათა ნინა სუბლატის გამოსვლა: "შოკისმომგვრელად კარგი იყო".

მიუხედავად კარგი შესრულებისა, სუბლატი სამ აუთსაიდერს შორის მოხვდა, თუმცა ამჯერად
კონკურსის დატოვებას გადაურჩა.