loader

მაილი საირუსი V Magazine-ისთვის - თინეიჯერების კუმირის თამამი ფოტოსესია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მაილი საირუსი V Magazine-ისთვის - თინეიჯერების კუმირის თამამი ფოტოსესია

მაილი საირუსმა ჟურნალი V Magazine-ის საკმაოდ თამამ ფოტოსესიაში იპოზიორა. თინეიჯერების კუმირი მომღერალი და მსახიობი ფოტოგრაფმა მარიო ტესტინომ ინტიმურ პოზებში დააფიქსირა. ახალგაზრდა ვარსკვლავმა გამოცემას ვრცელი ინტერვიუც მისცა, სადაც თავის პირად ცხოვრებასა და ახალ იმიჯზე ისაუბრა.

"არ შემიძლია, ყოველთვის ვიჯდე სახლში ბოიფრენდთან ერთად. ჩვენ ვმუშაობთ. ყოველ კვირას ვკითხულობ ახალ ნიუსს: "ნუთუ ისინი დაშორდნენ? ჩვენ ვერ ვხედავთ მათ საერთო ფოტოს". არ მაქვს იმის დრო, რომ ყოველ დილით ჩემს ბიჭთან ერთად ყავის დასალევად ვიარო. ძალიან მინდა, მაგრამ არ გამოდის", - განაცხადა მაილიმ.

საინფორმაციო პორტალი ამბები.გე