loader

ბრიტნი სპირსის ორეული ვარსკვლავის იმიჯით მილიონებს შოულობს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბრიტნი სპირსის ორეული ვარსკვლავის იმიჯით მილიონებს შოულობს

მომღერალ ბრიტნი სპირსის ორეული, 25 წლის მიშელ უიქსი წელიწადში 300 000 გირვანქა სტერლინგს გამოიმუშავებს.

მიშელი 17 წლის იყო, როდესაც საკუთარი მდიდრული სახლი იყიდა, მოგვიანებით კიდევ რამდენიმე ბინა შეიძინა. ვარსკვლავთან გარეგნული მსგავსების წყალობით, გოგონა 30 000 გირვანქა სტერლინგად შეფასებული "აუდით" დაქრის. მრავალფეროვნებისთვის კი ავტოფარეხში "მერსედესისა" და "ტოიოტას" მარკის ავტომობილები ჰყავს. მიშელი ბრიტნის დუბლირებას კლიპებსა და ფოტოსესიებში უწევს.

"ძალიან გამიმართლა, რომ სპირსის გარეგნულად ვგავარ. ამის წყალობით, ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა. ადრე რესტორანში მიმტანად დაბალ ხელფასზე ვმუშაობდი. მოგვიანებით კი საკუთარი სახლი ვიყიდე. არასდროს დამავიწყდება შეგრძნება, როდესაც 19 წლის ასაკში საკუთარ სახლს ვყიდულობდი და ამ დროს ჩემი მეგობრები ჯერ კიდევ მშობლებთან ცხოვრობდნენ", - ამბობს მიშელი.

საინფორმაციო პორტალი ამბები.გე