loader

ჯინა კარანო - "ყველაზე ცხელი" მებრძოლი ქალის გზა რინგიდან ჰოლივუდამდე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ჯინა კარანო - "ყველაზე ცხელი" მებრძოლი ქალის გზა რინგიდან ჰოლივუდამდე

შეიძლება, ერთდროულად იყო MMA-ს (შერეული საბრძოლო ხელოვნება) მებრძოლი, მსახიობი და მოდელი? ამერიკელი ჯინა კარანო ამტკიცებს, რომ - შეიძლება. გოგონამ, რომელმაც ტაილანდურ კრივში ვარჯიში წონაში დასაკლებად დაიწყო, მალევე დაიმსახურა "MMA-ს ყველაზე სექსუალური ქალის" ტიტული. ორთაბრძოლების გარდა, კარანოს მონაწილეობა აქვს მიღებული შოუში "ამერიკელი გლადიატორები". ასევე - რამდენიმე ფოტოსესიაში და ჰოლივუდის ხუთ სრულმეტრაჟიან ფილმში.

კრივის კლუბში წონის დასაკლებად მისულმა ლამაზმანმა 14 ორთაბრძოლის (12 გამარჯვება, თითო ფრე და წაგება) ჩატარების შემდეგ მონაწილეობა მიიღო შერეული წესებით ჩატარებულ პირველ სანქცირებულ ორთაბრძოლაში ქალთა შორის. კარანოს მეტოქე ლეტიცია პესტოვა იყო, რომელიც ბრძოლის დაწყებიდან 38 წამში ნოკაუტში აღმოჩნდა!

რაც შეეხება 30 წლის ჯინას სამსახიობო კარიერას, მისთვის ყველაზე წარმატებული სტივენ სოდერბერგის 2012 წლის მძაფრსიუჟეტიანი ფილმი "ნოკაუტი" აღმოჩნდა. ამ ფილმის გადაღებების დასრულებისთანავე ჯინას კიდევ ერთი როლი შესთავაზეს. ამჯერად - ბლოკბასტერში "პერსი ჯეკსონი და ურჩხულების ზღვა"...

2009 წელს მამაკაცების ჟურნალმა "Maxim"-მა ჯინა კარანოს "მსოფლიოს ყველაზე ცხელი" ქალების ასეულში მე-16 ადგილი მიანიჭა.

საინფორმაციო პორტალი ამბები.გე