loader

ცეცხლოვანი "ჩანჩქერი" ევროვიზიის სცენაზე - სოფომ და ნოდიკომ მეორე რეპეტიცია გაიარეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ცეცხლოვანი "ჩანჩქერი" ევროვიზიის სცენაზე - სოფომ და ნოდიკომ მეორე რეპეტიცია გაიარეს

2013 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსის ქართველმა მონაწილეებმა სოფო გელოვანმა და ნოდიკო ტატიშვილმა მალმეს არენაზე მეორე, გენერალური რეპეტიცია გაიარეს.

ევროვიზიის ქართველი კონკურსანტები სოფო გელოვანი და ნოდიკო ტატიშვილი, სიმღერით "Waterfall" მაყურებლის წინაშე ევროფესტივალის მეორე ნახევარფინალურ საღამოზე 16 მაისს წარდგებიან. სოფო და ნოდიკო მე-15 ნომრად იმღერებენ. ისინი შვედი ბექ-ვოკალისტების იოჰანა ბეიბომის, ჰანს მარტინ კაგემარკის და ლიზეტე ვარეს იუჰლმენის თანხლებით გამოვლენ.

ქართველი მონაწილეების სასცენო დადგმა ცნობილ რეჟისორს ლაშა ონიანს ეკუთვნის. საკონკურსო სიმღერა "Waterfall" ქართველებისთვის შვედმა კომპოზიტორმა ტომას ჯეისონმა (Thomas G: son) შექმნა. ტომას ჯეისონი 2012 ევროფესტივალის გამარჯვებული სიმღერის "Euphoria" ავტორია.

რიგით 58-ე ევროვიზიის სიმღერის კონკურსის ნახევარფინალებსა და ფინალს შვედეთის ქალაქი მალმე 14, 16 და 18 მაისს უმასპინძლებს. წელს კონკურსში 39 ქვეყანა მონაწილეობს.

იხილეთ:

სოფო გელოვანის და ნოდიკო ტატიშვილის პირველი რეპეტიცია "ევროვიზიის" სცენაზე

სოფი და ნოდი ევროვიზიის საკონკურსო სიმღერა Waterfall-ის ვიდეოკლიპში

წყარო: eurovision-georgia.ge