loader

ამაღელვებელი ვიდეო: ვარსკვლავებმა კიბოთი დაავადებული ბიჭისთვის სიმღერა ჩაწერეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ამაღელვებელი ვიდეო: ვარსკვლავებმა კიბოთი დაავადებული ბიჭისთვის სიმღერა ჩაწერეს

17 წლის ზაკი კიბოს ძალიან იშვიათი სახეობით – ოსტეოგენური სარკომით არის ავად. ექიმებმა ზაკს განუცხადეს, რომ მას მხოლოდ რამდენიმე თვის სიცოცხლეღა დარჩა. ამის მერე ბიჭმა დაწერა გამოსამშვიდობებელი სიმღერა Clouds და ინტერნეტით გაავრცელა. ამაღელვებელ გზავნილს არ შეიძლებოდა, საზოგადოების ყურადღება არ მიეპყრო და აი, რეიჩელ ბილსონი, ეშლი ტისდეილი, ანა ფერისი, კრის პრატი, ედ ჰელმსი და სხვები ზაკის ერთგვარ მოწოდებას გამოეხმაურნენ.

ცნობილი სპორტსმენები, მსახიობები და მუსიკოსები შეიკრიბნენ იმისთვის, რომ ზაკის სიმღერაზე ჩაეწერათ მუსიკალური ვიდეორგოლი და ამით არა მარტო ზაკს დადგომოდნენ გვერდში, არამედ მიეპყროთ საზოგადოებისა და მკვლევარების ყურადღება ამ საშინელი სენის მიმართ.

Marao.ge