loader

ჰოლივუდის ვარსკვლავებმა აბაზანის გამოყენებაზე უარი თქვეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ჰოლივუდის ვარსკვლავებმა აბაზანის გამოყენებაზე უარი თქვეს

ბონო, რიჩარდ ბრენსონი და ოლივია უაილდი მეთ დეიმონის წამოწყებულ "ტუალეტის გაფიცვას" შეუერთდნენ. სხვა ცნობილ ადამიანებთან ერთად, მათ წყლის დეფიციტის გლობალურ კრიზისს პროტესტი გამოუცხადეს და პირობა დადეს, რომ "არ ისარგებლებენ აბაზანით, ვიდრე მსოფლიოში ყველას არ ექნება სუფთა წყალი და სანიტარული ნორმების დაცვის საშუალება". ამ ორიგინალური "ტუალეტის გაფიცვის" შესახებ მეთ დეიმონმა თებერვალში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მსახიობი ორგანიზაცია "water.org"-ის ერთ-ერთი დამაარსებელია. ორგანიზაციის მიზანი მსოფლიოში სუფთა წყლის დეფიციტის აღმოფხვრაა.