loader

კიმ კარდაშიანს გოგონა შეეძინა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კიმ კარდაშიანს გოგონა შეეძინა

სომხური წარმოშობის სკანდალური ტელე-წამყვანი კიმ კარდაშიანი 32 წლის ასაკში დედა გახდა. შაბათს ღამით მას გოგონა შეეძინა. კარდაშიანმა ჰოლივუდში, პოპულარულ სამედიცინო ცენტრ Cedars-Sinai-ში იმშობიარა. გავრცელებული ინფორმაციით, ახალშობილი ვადაზე ერთი თვით ადრე გაჩნდა. ექიმები მის დაბადებას ივლისის პირველ ნახევარში ვარაუდობდნენ. ამის მიუხედავად,
დედა და ახალშობილი თავს კარგად გრძნობენ.

კარდაშიანის მშობიარობა მისი მეუღლისთვის, რეპერ კენი უესტისთვის დროული საჩუქარი აღმოჩნდა, რადგან პატარას დაბადება აშშ-ი ცნობილ დღესასწაულს, მამის დღეს დაემთხვა.

კენი უესტი და კიმ კარდაშიანი ერთმანეთს წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში ხვდებობდნენ. ტელევარსკვლავის ფეხძიმობის ამბავი კი ახალი წლის შემდეგ გახმაურდა.

საინფორმაციო პორტალი ამბები.გე

იხილეთ ვიდეო georgianews.ge -ზე