loader

ხატია ბუნიათიშვილის კონცერტი ბერლინის ტყეში და ფილმი ახალგაზრდა პიანისტზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ხატია ბუნიათიშვილის კონცერტი ბერლინის ტყეში და ფილმი ახალგაზრდა პიანისტზე

26 წლის ქართველ ვარსკვლავს უყვარს იყოს გამორჩეული. ალბათ ამიტომაც, კონცერტისთვის არა რომელიმე ცნობილი დარბაზი, არამედ ბერლინთან მდებარე ტყე შეარჩია. "ტყის სერენადები" ნაწილია დოკუმენტური ფილმისა, რომელსაც ახალგაზრდა ხელოვანზე იღებენ.

"მე მიყვარს განსხვავებული თემების სინთეზი, ხელოვნების სხვადასხვა დარგის, მაგალითად თეატრის და მუსიკის. და რატომაც არა, ბუნების და მუსიკის სინთეზი. ეს უფრო საინტერესოა და მეტად შთამაგონებელი" - ამბობს ხატია.

მიუხედავად იმისა, რომ დილის წვიმის შემდეგ ტყე ჯერ კიდევ სველია, თანაც სავსეა მწერებით, 26 წლის მუსიკოსი არ ნებდება. ტყის კონცერტისთვის სამზადისში ხატიას უფროსი და გვანცაც ერთვება და მას მწერებისგან დამცავ სითხეს უსვამს. დებს დაკვრა დედამ ასწავლა. ხატია ბავშვობიდან ვარსკვლავი გახდა. 10 წლის ასაკიდან პიანისტი მთელს მსოფლიოში მოგზაურობს. გვანცა მას ყველა საკონცერტო ტურში თან ახლავს. დები ერთად ცხოვრობენ პარიზშიც, ხშირად კი ერთადაც ასრულებენ.

ჯერჯერობით ხატიას ორი ალბომი აქვს გამოცემული. 2012 წელს გერმანიის "ექოს" პრემიის ლაურეატი გახდა თავისი სადებიუტო ალბომისთვის, რომელშიც ფრანც ლისტის ნაწარმოებებს ასრულებს. ხატიას ახალი ალბომი, რომელიც 2014 წელს გამოვა დედას ეძღვნება: "მისი ცხოვრება გრძელდება ჩემში, ასე რომ ეს იქნება ალბომი ორივეს ცხოვრებაზე" - დასძენს პიანისტი.

იხილეთ ვიდეო georgianews.ge-ზე