loader

თამარ გვერწითელის "სიყვარულის სიმღერა" - მუსიკალური ფესტივალი ბათუმში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თამარ გვერწითელის "სიყვარულის სიმღერა" - მუსიკალური ფესტივალი ბათუმში

ბათუმი თამარ გვერდწითელის სახელობის მუსიკალურ ფესტივალს მასპინძლობს. 12 აგვისტოს, ბათუმის საზაფხულო თეატრში მომღერლის პირველი საღამო გაიმართა. პროგრამის ძირითადი ნაწილი ქართულ სიმღერებს დაეთმო. კონცერტში მონაწილეობდნენ თამარ გვერდწითელის მოლდოველი, რუსი და ამერიკელი მეგობრები.

გვედწითელის კონცერტი საზაფხულო თეატრის სცენაზე ორ საათს გაგრძელდა. ვარსკვლავმა ცნობილი კომპოზიციები შეასრულა. კონცერტი კი მომღერალმა ანსამბლ "ბათუმთან" ერთად, სიმღერით "საქართველო" გახსნა.

კონცერტის დასრულების შემდეგ მომღერლის დედამ, ინა გვერდწითელმა აღნიშნა, რომ მაყურებლისგან დიდი სიყვარული იგრძნობოდა. თამარ გვერდწითელმა კი ჟურნალისტებთან საკუთარი ემოციების შესახებ ისაუბრა.

კონცერტების სერია 10-დან 15 აგვისტოს საქართველოს კულტურის პალატის ორგანიზებით იმართება. ხუთი დღის განმავლობაში ბათუმს ყველა ის შემსრულებელი ეწვევა, ვისთანაც თამარ გვერდწითელს უმღერია. კონცერტებში სუხიშვილების ნაციონალური ანსამბლიც მიიღებს მონაწილეობას. ანსამბლმა რამდენიმე ცეკვა სპეციალურად ფესტივალისთვის დადგა, რომლის პრემიერაც დღეს საღამოს გაიმართება. კონცერტში მონაწილეობას მიიღებს ოპერისა და ბალეტის ორკესტრიც, ასევე აჭარის ნაციონალური ორკესტრი. კონცერტების სერია საზეიმოდ 15 აგვისტოს ბათუმის პიაცაზე დაიხურება.

იხილეთ ვიდეო ინგლისურად

ასევე იხილეთ: 

"დედოფალი თამარა მოსკოვს კიდევ ერთხელ იპყრობს" - გვერდწითელის ემოციური "ჰერიო, ბიჭებო"

საქართველოს "ოქროს ხმა" - თამარ გვერდწითელი ბავშვობაზე, შვილსა და სიყვარულზე