loader

პოპის დედოფალი მადონა 55 წლის გახდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პოპის დედოფალი მადონა 55 წლის გახდა

დღეს მადონას დაბადების დღეა - პოპ დივა 55 წლის გახდა! სოლიდური ასაკის მიუხედავად, პოპის ქალღმერთი კვლავ მართავს კონცერტებს და ასიათასობით მსმენელს უყრის თავს, სცენაზე ოცი წლის გოგოსავით დახტის და მუდმივად აწყობს პროვოკაციებს.

ლუიზა ვერონიკა ჩიკონე, რომელსაც მსოფლიო მადონას სახელით იცნობს, ყველაფერთან ერთად მეოცე საუკუნის რამდენიმე მთავარი პოპ-ჰიტის ავტორიცაა. ინგლისურად მას მომღერალს კი არა, "ენთერთეინერს" - გამრთობს უწოდებენ. მადონას შედევრი მისი სიმღერები კი არა, არამედ მთელი მისი ცხოვრებაა, რომლითაც წლების განმავლობაში იკვებებიან გლამურული ჟურნალები და მათი მკითხველები. მან საკუთარი ისტორია შექმნა, რომელიც არა მხოლოდ პოპ-მუსიკის, არამედ მეოცე საუკუნის ისტორიის განუყრელი ნაწილია.