loader

გურამ ოდიშარია ახალგაზრდა ხელოვანებს შეხვდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გურამ ოდიშარია ახალგაზრდა ხელოვანებს შეხვდა

კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია დღეს პროექტის - "სამინისტროს ბენეფიციარების შეხვედრა მინისტრთან" ფარგლებში ქართველ ხელოვანებს შეხვდა. პირველი შეხვედრა მომღერალ აჩიკო ნიჟარაძესთან გაიმართა, რომელმაც ტალინში გამართულ პოპ-მუსიკის კონკურსზე გრან-პრი მოიპოვა. მომღერალი საკონკურსოდ ესტონეთის დედაქალაქში სწორედ საქრთველოს კულტურის სამინისტროს თანადგომით გაემგზავრა.

შემდეგი შეხვედრა ფილმ "შინდისის გმირების" იდეის ავტორთან და პროდიუსერთან ედმონ მინაშვილთან გაიმართა. შეხვედრას კულტურის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე მარგიშვილიც ესწრებოდა. ფილმი მხატვრულ-დოკუმენტური იქნება, სადაც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს სოფელ შინდისთან გმირულად დაღუპული 17 ჯარისკაცის ისტორია იქნება აღწერილი. ფილმი ეკრანებზე მომავალი წლის შემოდგომაზე გამოვა.