loader

ბიონსე ფანმა სცენიდან ჩაათრია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბიონსე ფანმა სცენიდან ჩაათრია

პოპ-დივა ბიონსე მსოფლიო ტურნეს - "Mrs. Carter World Tour" ფარგლებში, ბრაზილიაში, სან პაულოში იმყოფება, სადაც 15 სექტემბერს კონცერტი გამართა. სცენაზე შოუს მიმდინარეობისას მცირე ინციდენტი მოხდა. სიმღერა Irreplaceable-ის შესრულების დროს ბიონსე ფანებს მიუახლოვდა და სცენის კუთხეში დაიხარა, რა დროსაც ახალგაზრდა ბიჭმა, რომელიც წელზემოთ შიშველი იყო, ხელი მოჰკიდა თავის კუმირს და დარბაზში ჩაათრია.

დაცვამ სწრაფად მოახდინა რეაგირება და ვარსკვლავი კვლავ სცენაზე ამოიყვანა. მომღერალმა მომხდარი არ შეიმჩნია და სიმღერა განაგრძო. გამოსვლის დასრულების შემდეგ ბიონსემ დაცვას მიმართა, რომ გიჟი ფანი, რომელსაც დარბაზიდან გაყვანას უპირებდნენ, დაეტოვებინათ. მოგვიანებით კი მასთან მივიდა და ხელიც ჩამოართვა.


ასევე იხილეთ:

ჯეი ზიმ ბიონსეს სცენაზე სიურპრიზი მოუწყო

ბიონსეს სიმღერის დროს თმა ვენტილატორში გაეჭედა

ბიონსეს ფანს მომღერალთან ჩახუტების შემდეგ გული წაუვიდა

იხილეთ ვიდეო georgianews.ge-ზე