loader

"ვაჟი უნდა გაზარდო, როგორც ნამდვილი მამაკაცი" - ვალერი მელაძე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ვაჟი უნდა გაზარდო, როგორც ნამდვილი მამაკაცი" - ვალერი მელაძე

მომღერალმა ვალერი მელაძემ ჟურნალისტებთან თავისი 9 წლის შვილის, კონსტანტინეს აღზრდის შესახებ ისაუბრა. ვაჟი მელაძეს "ვია-გრას" ყოფილი სოლისტისგან, ალბინა ჯანაბაევასგან ჰყავს.

"ვაჟი უნდა გაზარდო, როგორც ნამდვილი მამაკაცი. ეს დიდი პასუხისმგებლობაა, რადგან ამ შემთხვევაში არა მარტო უნდა ელაპარაკო, არამედ უნდა მოიქცე კიდეც, როგორც ნამდვილი მამაკაცი. ცხოვრებაც აჩვენებს, მაგრამ მიმაჩნია, რომ ცუდი მამა არ ვარ. ჩემი შვილები სიცოცხლეზე მეტად მიყვარს", - განაცხადა მელაძემ უკრაინულ ТСН-თან ინტერვიუში.

თუმცა მომღერალმა უარი თქვა ოჯახური ცხოვრების დეტალების გამჟღავნებაზე და აღნიშნა, რომ ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს პირადი სივრცე.

ვაჟის გარდა, 48 წლის ვალერი მელაძეს პირველი ქორწინებიდან 3 ქალიშვილი ჰყავს.

საინფორმაციო პორტალი ამბები.გე

იხილეთ ვიდეო georgianews.ge-ზე