loader

ჰოლივუდის ვარსკვლავები ჩელიაბინსკის გაზეთით ხელში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ჰოლივუდის ვარსკვლავები ჩელიაბინსკის გაზეთით ხელში

რუსეთის ფედერაციის ჩელიაბინსკის ოლქის ერთ-ერთ ყველაზე ძველ გაზეთში - "კოპეისკი რაბოჩიში" ("Копейский рабочий",) უნიკალური ფოტოები გამოჩნდა. ფოტოებზე ჰოლივუდის ვარსკვლავებს აღნიშნული გამოცემა უჭირავთ და ისე პოზირებენ. ამის შესახებ ინფორმაცია რუსულ მედიაში ვრცელდება.

გაზეთისთვის ფოტო გადაიღეს: ბრუს ვილისმა, ანჯელინა ჯოლიმ, ლეონარდო დიკაპრიომ, ტომ ჰენკსმა, სტივენ სპილბერგმა, რიჩარდ გირმა, ჯონი დეპმა, მეთ დეიმონმა, ჯასტინ ტიმბერლეიკმა, ჰარისონ ფორდმა, დენზელ ვაშინგტონმა, ემა უოტსონმა, კეიტ უინსლეტმა, ნაომი უოტსმა, კეიტ ჰადსონმა, ამანდა სეიფრიდმა და ჰელენ მირენმა.

გამოცემის ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ ეს ფოტოები ფოტოშოპში დამუშავებული არ არის.

უჩვეულო ფოტოების ავტორები კოპეისკის ყოფილი მკვიდრი და ამჟამად აშშ-ში მცხოვრები მარგარიტა და მისი მეუღლე, ჯეკ ტიუკსებერები არიან. ტიუკსებერი "დიდი გეთსბისა" და"კერკეტი კაკალი 5"-ის პროდიუსერია. ისინი ჰოლივუდის ვარსკვლავებს ყოველი შეხვედრისას გაზეთით ხელში ერთი ფოტოს გადაღებას სთავაზობდნენ.

მთავარი რედაქტორის თქმით, თავდაპირველად გაზეთით ხელში ფოტოს გადაღებაზე ჯონი დეპი 2009 წელს დათანხმდა. მას შემდეგ ასეთი ფოტოებით კოლექცია 4 წლის განმავლობაში მდიდრდებოდა. გამოცემამ ფოტოები მხოლოდ ახლა გამოაქვეყნა და შედეგად ის მიიღო, რომ დახლებზე გაზეთის არცერთი ეგზემპლარი აღარ დარჩა.

საინფორმაციო პორტალი ამბები.გე