loader

სახელმწიფო საყდრისის ძეგლის გადმოტანის საკითხზე მუშაობს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სახელმწიფო საყდრისის ძეგლის გადმოტანის საკითხზე მუშაობს

კულტურის მინისტრის, გურამ ოდიშარიას განცხადებით, სახელმწიფო საყდრისის ძეგლის გადმოტანის საკითხზე მუშაობს. სავარაუდოდ, ძეგლის გადმოტანა 2-3 კილომეტრის დაშორებით, ბოლნისში მოხდება.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დღეს შეხვედრა გაიმართა პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან. ბიზნესცენტრში გამართულ შეხვედრას, კულტურის სამინისტროს ხელმძღვანელობის გარდა, ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლები, ასევე, მეცნიერებათა აკადემიის წევრები და დარგის სპეციალისტები ესწრებოდნენ.

ოდიშარიას განცხადებით, შეხვედრაზე საყდრისის ძეგლთან დაკავშირებული საკითხის საბოლოოდ გადაჭრის მიზნით კომისიის შექმნა გადაწყდა. მისივე განმარტებით, ძეგლის გადატანა მსოფლიოში აპრობირებული პრაქტიკაა. "როცა სახელმწიფოს სჭირდება, რომ კონკრეტულ ადგილზე რაღაც სამუშაოები წარმართოს, ძეგლის გადატანა ყოველთვის ხდება. ამ შემთხვევაშიც ძეგლი გადავა შესაბამის ლანდშაფტურ სივრცეში, იმ არსებული ზონიდან 2-3 კილომეტრის დაშორებით. ეს იქნება ბოლნისში და ეს იქნება ტურისტებისთვის ერთ-ერთი საინტერესო ადგილი", - აღნიშნა კულტურის მინისტრმა.

სახელმწიფოს პოზიციას, გადატანასთან დაკავშირებით, მიესალმება საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი სანდრო თვალჭრელიძე. მისი განმარტებით, ასეთი მიდგომა ყველაზე სწორია, ვინაიდან არ ახსენდება ფაქტი, როცა ეკონომიკური პროექტი არქეოლოგიური მიზეზების გამო შეჩერებულიყო.