loader

ლეგენდარული როკ მუსიკოსი ლუ რიდი 71 წლის ასაკში გარდაიცვალა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ლეგენდარული როკ მუსიკოსი ლუ რიდი 71 წლის ასაკში გარდაიცვალა

71 წლის ასაკში, ლეგენდარული როკ მუსიკოსი, ჯგუფ The Velvet Underground-ის დამაარსებელი ლუ რიდი გარდაიცვალა. მუსიკოსის სიკვდილის მიზეზი ჯერჯერობით არ სახელდება, თუმცა, როგორც ცნობილია, ამა წლის მაისში რიდმა ღვიძლის გადანერგვის ოპერაცია გადაიტანა.

რუის ალან რიდი 1942 წელს ნიუ-იორკში, ბრუკლინში დაიბადა. 1971 წლიდან მან სოლო კარიერას მიჰყო ხელი. ლუ რიდი თანამშრომლობდა უამრავ ცნობილ ხელოვანთან, მათ შორის ენდი ვორჰოლთან და დევიდ ბოუისთან. რიდს საყოველთაო აღიარება მოუტანა სიმღერებმა Perfect Day და Walk on the Wild Side.

მომზადებულია euronews.net-ის მიხედვით